ვიერი: “მატჩი პირველ ტაიმშივე ინტერს უნდა მოეგო”


ვიერი: მატჩი პირველ ტაიმშივე ინტერს უნდა მოეგო.
იტალიის სერია A-ს ჩემპიონატის 23-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, მილანმა ვერ შეძლო გამარჯვების შენარჩუნება ინტერთან მატჩში, მიუხედავად იმისა, რომ პირველი გოლის გატანა მოახერხა. “ინტერის” ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ, რომელიც ასევე რამდენიმე თვე თამაშობდა “მილანში”, გადაწყვიტა მატჩის შესახებ საკუთარი აზრი გაეზიარებინა. ის, ისევე როგორც სხვა კლუბის ვეტერანი, ჯუზეპე ბერგომი, მიიჩნევს, რომ ინტერისტებს მატჩი პირველ ტაიმშივე უნდა მოეგოთ.