ვიერი: “ინტერს ყველაფერი აქვს ტიტულისთვის საბრძოლველად”
ვიერი: “ინტერს ყველაფერი აქვს ტიტულისთვის საბრძოლველად”
მილანის ინტერმა, რომელმაც სერია A-ს ტიტული 2021 წელს მოიგო, გასულ სეზონში სკუდეტოსთვის ბრძოლაში მილანთან ორი ქულით დამარცხდა. მიმდინარე სეზონში გუნდს სტარტი აშკარად ჩაუვარდა და უკვე ოთხი მარცხი განიცადა.
თუმცა, კლუბის ყოფილი ფეხბურთელი კრისტიან ვიერი თვლის, რომ ინტერი კვლავ ტიტულის პრეტენდენტია.
მალე პაუზა იქნება, ჩემპიონატი იანვარში განახლდება, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ლუკაკუ ვარჯიშს დაუბრუნდება, ეს მნიშვნელოვანი დანამატია. ინტერი შესანიშნავად თამაშობს და თუ ასე გაგრძელდა, ვერ ვხედავ მიზეზს, რომ არ დავუბრუნდეთ ტიტულისთვის ბრძოლას.
კრისტიან ვიერი