ვიდალს შეუძლია კარიერა თურქეთში ან MLS-ში გააგრძელოს
ვიდალს შეუძლია კარიერა თურქეთში ან MLS-ში გააგრძელოს.
“ინტერის” ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა შესაძლოა ამ ზაფხულს შეცვალოს საკლუბო რეგისტრაცია, იტყობინება Football Italia.
წყაროს ცნობით, 35 წლის ჩილელის მიმართ ინტერესს თურქული გალათასარაი და MLS კლუბი ინტერ მაიამი იჩენენ.
მანამდე, თავად ფეხბურთელმა აღიარა , რომ არ ეწინააღმდეგებოდა არგენტინულ ბოკა ხუნიორსში გადასვლას.
გასულ სეზონში ვიდალმა მილანურ კლუბში 41 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა. ნახევარმცველი ნერაძურის ფერებს 2020 წლიდან იცავს. მანამდე ის თამაშობდა ბარსელონაში, ბაიერნში, იუვენტუსსა და ლევერკუზენის ბაიერში.