ვიდალი ახალ კლუბში გადასვლასთან ახლოსაა

სმარტუნიონი

ვიდალი ახალ კლუბში გადასვლასთან ახლოსაა.

ინტერის ნახევარმცველ არტურო ვიდალს ბრაზილიურ ფლამენგოში გადასვლას ერთი ნაბიჯი აშორებს.

35 წლის ჩილეელმა არაერთხელ გამოთქვა სურვილი გააგრძელოს კარიერა რიო-დე-ჟანეიროს კლუბში – და მისი სურვილი ახდება. ცნობილი ინსაიდერის ნიკოლო შირას თქმით, ვიდალი ძალიან ახლოს არის ფლამენგოსთან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებასთან. გადასვლა უახლოეს დღეებში დასრულდება.

არტურო ვიდალი ინტერში 2020 წლიდან თამაშობს. “ნერაძურის” შემადგენლობაში მან ყველა ტურნირზე 71 მატჩი, 4 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. მანამდე ჩილელი ნახევარმცველი ბარსელონას, მიუნხენის ბაიერნისა და ტურინის იუვენტუსის ფერებს იცავდა.

ბოლოს დამატებული პოსტები