“ვესტ ჰემი” და “ასტონ ვილა” “ინტერის” თავდამსხმელით არიან დაინტერესებული

 “ვესტ ჰემი” და “ასტონ ვილა” “ინტერის” თავდამსხმელით არიან დაინტერესებული
სმარტუნიონი

“ვესტ ჰემი” და “ასტონ ვილა” “ინტერის” თავდამსხმელით არიან დაინტერესებული.

„ინტერის“ თავდამსხმელი ხოაკინ კორეა შესაძლოა პრემიერ ლიგის კლუბში გადავიდეს, იტყობინება Gazzetta dello Sport .

წყაროს ცნობით, “ინტერი” 28 წლის არგენტინელის თამაშით იმედგაცრუებულია, ამიტომ მზადაა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში მას განშორდეს. თავდამსხმელის მიმართ ინტერესს ვესტ ჰემი და ასტონ ვილა იჩენენ.

ამ სეზონში კორეამ ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. პორტალი Transfermarkt მის ღირებულებას 14 მილიონ ევროდ აფასებს.

ბოლოს დამატებული პოსტები