Cancel Preloader

ვერონი: “დიბალა არის ის ელემენტი, რომელიც ინტერს აკლდა”

 ვერონი: “დიბალა არის ის ელემენტი, რომელიც ინტერს აკლდა”
Digiqole Ad

ვერონი: “დიბალა არის ის ელემენტი, რომელიც ინტერს აკლდა.”

ხუან სებასტიან ვერონმა, ინტერის ყოფილმა ნახევარმცველმა, La Gazzetta dello Sport- ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა პაულო დიბალას “ნერაძურში” გადასვლაზე.

არის თუ არა დიბალა შესაფერისი მოთამაძე გუნდის ხარისხის გასაუმჯობესებლად?

რა თქმა უნდა, ეს არის ის ელემენტი, რომელიც აკლდა სიმონე ინძაგის გუნდს. გასულ სეზონში ინტერს არ ჰყავდა ფეხბურთელი, რომელიც მოქმედებდა როგორც ნახევარდაცვასა და თავდასხმას შორის დამაკავშირებელი, გარდა ჩალანოღლუსა. დიბალა არის იდეალურია, იმოქმედოს მეორე თავდამსხმელად, დაეხმარება ცენტრფორვარდს, ვინც არ უნდა იყოს ის.

ხუან სებასტიან ვერონი

ინტერს მოუწევს წყობის შეცვლა დიბალს მოსვლის შემდეგ?

მე ვიტყოდი არა. თუ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის, დიბალა მშვენივრად შეეწყობა ლაუტაროს შეტევაში. ისნი შექმნიან დიდ არგენტინულ წყვილს და ინტერს შეუძლია შეტევაში ტანგოს ცეკვა.

ხუან სებასტიან ვერონი

რას ელოდებით ინტერისგან წელს?

მე ვამბობ სკუდეტოს, უნდა ველოდოთ მთლიანი გუნდის ხარისხის ამაღებას. ჩემპიონთა ლიგაში “ნერაძური” ჯერ კიდევ არ არის უმაღლეს დონეზე, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ მოვლენაზე, რომელიც ყოველთვის სიურპრიზებს იტოვებს, ვინ იტყოდა, წელს, რომ მადრიდის რეალი მოიგებდა მას ?

ხუან სებასტიან ვერონი