ვერონი: ამ ინტერს შეუძლია “პატარა ტრებლის” გაკეთება, როგორც ამას თქვენ უწოდებთ და ისინი ამას იმსახურებენ.
ხუან სებასტიან ვერონი წარსულსა და მომავალს შორის საუბრისა არგენტინელი ნახევარმცველი თვლის, რომ ამ ინტერს შეუძლია დაასრულოს სეზონი ტიტულების ტრითი.
ხუან სებასტიან ვერონმა ისაუბრა ექსკლუზიურად La Gazzetta dello Sport-თან, სადაც მან აღნიშნა, რომ შესაძლოა ნერაძურიმ მინი ტრიპლეტი შეასრულოს.
იტალიაში გიყვართ ამის დარქმევა, სიმბოლური ტიტულები, რომელიც 2005/2006 წლების სეზონის ჩვენ მოვიპოვეთ იყო ნერაძურისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტრებლი 2010 წლის ტრიუმფამდე.
ხუან სებასტიან ვერონი
ეს იყო შეკრული, გამოცდილი გუნდი, რომელმაც კარგად იცოდა დაცვაშიც და შეტევაშიც თამაში. არ გვაკლდა ზეწოლა, გვქონდა ინტუიცია, გვქონდაა ძალა ფლანგებზე და მოედნის ცენტრშიც და რა თქმა უნდა არ გვაკლდა პროფესიონალიზმი.
ხუან სებასტიან ვერონი
ძნელია სხვადასხვა ეპოქის შედარება. მოდით ვიტყვი, რომ ამ ინტერში ასევე ვხედავ ძალას, ტექნიკურ ხარისხს და მონდომებას. სიმონეს გუნდმა, მე მას სახელით მივმართავ, რადგან “ლაციოში” თანაგუნდელები ვიყავით, მძიმე დრო გამოვიარეთ და შესანიშნავად მოვახერხეთ ყველაფერი. სუპერთასი უკვე მოიგეს, იტალიის თასზე ფინალში გავიდნენ, ჩემპიონატში კი მილანს დაუპირისპირდებიან, იქაც უპირატესობა აქვთ.
ხუან სებასტია ნვერონი
ფეხბურთი არის შოუ, მაგრამ ასევე შედეგი. ამ ორის ერთმანეთისგან გამიჯვნა შეუძლებელია. როდესაც ინტერი წინ არის, ცდილობს მოედანი არ დაუთმოს მეტოქეს და კონტრშეტევებზეა მიმართული. და ის ამას სწორად აკეთებს. შემდეგ კი, მილანის წინააღმდეგ, დავინახე, რომ კორეამ ლამაზი ბურთი მისცა ლაუტაროს და თვალები გამინათდა: არგენტინული ტანგო. თქვენ იცით, რომ კორეას მიმართ დიდი სიყვარული მაქვს, მე მას ვეხმარებოდი, როდესაც ის ბიჭი იყო და იმედი მაქვს, რომ მას შეუძლია შესანიშნავი კარიერა ქონდეს ინტერში. ლაუტარო კი უკვე ჩემპიონია. ბროზოვიჩის მსგავსად: გინახავთ პერსონაჟი, რომლითაც ხელმძღვანელობს გუნდს? დიახ, ეს მარსელოა! ამ ინტერს შეუძლია “პატარა ტრებლის” გაკეთება, როგორც ამას თქვენ უწოდებთ და ისინი ამას იმსახურებენ.
ხუან სებასტიან ვერონი