ვერონა – ინტერი | სერია A 22-23 | N33

 ვერონა – ინტერი | სერია A 22-23 | N33
სმარტუნიონი

ვერონა – ინტერი | სერია A 22-23 | N33

ოთხშაბათს, 3 მაისს, 23:00 საათზე, ინტერი სერია A-ს ისტორიაში 64-ედ დაუპირისპირდება ჰელას ვერონას. “ნერაძურიმ” “ჯალობლუსთან” 38 ჯერ მოიგო, 21 ჯერ ფრე და მხოლოდ 4 ჯერ წააგო. არცერთ გუნდს არ დაუმარცხებია ვერონა უმაღლეს ლიგაში იმაზე მეტჯერ ვიდრე ინტერს.

ვერონასთან თამაში სიმონე ინძაგისთვის მე-100 იქნება, როგორც ინტერის მწვრთნელი ყველა ტურნირზე.

“ინტერი” კიდევ ერთხელ ახლოს იყო ჩემპიონატში მარცხთან – 76-ე წუთზე ნერაძური აგებდა მატჩს ლაციოსთან, მაგრამ შეხვედრის მიწურულს გუნდმა მატჩი შემოატრიალა (3 გოლი 77-ე წუთიდან) სიმონე ინძაგიმ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა აჩვენა თამაშის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული და გადამწყვეტი მაგალითი მისი ხელმძღვანელობით.

ინტერმა მოიგო მეორე დიდი მატჩი ერთ კვირაში, რამდენიმე დღით ადრე, იუვენტუსი დაამარცხა კოპა იტალიაზე. ლაციოსთან მატჩში გუნდს ორი მთავარი გმირი ჰყავდა – დუბლის ავტორი ლაუტარო მარტინესი და რობინ გოსენსი. ამ უკანასკნელს გოლის გატანა ტრავმად დაუჯდა. მან ვერ შეძლო გატანილი გოლის აღნიშვნა, რადგან მარჯვენა მხარი ამოუვარდა. მატჩის შემდეგ გოსენსმა ინსტაგრამზე დაწერა: „გამარჯვება ამ ტკივილის ატანას უადვილებს“.

ბოლოს დამატებული პოსტები