ტურამი ინტერის ახალი მოთამაშეა

 ტურამი ინტერის ახალი მოთამაშეა

მარკუს ტურამი

Digiqole Ad

ტურამი ინტერის ახალი მოთამაშეა.

მიუნხენგლადბახის ბორუსიას ყოფილი თავდამსხმელი მარკუს ტურამი ინტერს შეუერთდა. ამის შესახებ მილანურმა კლუბმა ოფიციალურ ვებგვერდზე განაცხადა.

25 წლის თავდამსხმელი გერმანიაში 2019 წლიდან თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში მან ყველა ტურნირზე 134 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 44 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემის ავტორი გახდა. ფრანგის სატრანსფერო ღირებულება 32 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

გასული სეზონის ბოლოს ბორუსიამ გერმანიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეათე ადგილი დაიკავა. “ინტერმა” სერია A-ში მესამე ადგილი დაიკავა.

25 წლის ფრანგთან ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ფეხბურთელი მილანელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.