Cancel Preloader

ტულიო ტინტი: “ალესანდრო ინტერის დიდი გულშემატკივარია, მას დარჩენა სურს”

 ტულიო ტინტი: “ალესანდრო ინტერის დიდი გულშემატკივარია, მას დარჩენა სურს”
Digiqole Ad

ტულიო ტინტი: “ალესანდრო ინტერის დიდი გულშემატკივარია, მას დარჩენა სურს”

ტულიო ტინტიმ, ინტერის ცენტრალური მცველის ალესანდრო ბასტონის აგენტმა განაცხადა, რომ მის კლიენტს მილანურ კლუბში დარჩენა სურს. შეგახსენებთ, რომ იტალიელს “ნერაძურებთან” კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს უსრულდება.

წინ კიდევ ბევრი შეხვედრა გველის ხელმძღვანელობასთან. ალესანდრო ინტერის გულშემატკივარია და გუნდში დარჩენა სურს. გულშემატკივრებს პანიკა არ სჭირდებათ.

ტულიო ტინტი

შეგახსენებთ, რომ ადრე ბასტონიმ უარი თქვა ინტერთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე. იტალიელს წელიწადში 6 მილიონი ევროს შოვნა სურს, მაგრამ ნერაძურები ჯერ არ არიან მზად ასეთი პირობების მისაღებად.