წინასწარი შეთანხმება შედგა, ჟელინსკის ინტერში ელოდებიან
წინასწარი შეთანხმება შედგა, ჟელინსკის ინტერში ელოდებიან.
დე ლაურენტისი უკვე საქმის კურსშია, მეჰდი ტარემის შემდეგ ინტერი პიოტრ ჟელინსკისაც შეუთანხმდა.
ახლა ბიუროკრატიული ნაბიჯების დრო არის: პიოტრ ჟელინსკი ინტერში ითამაშებს, თუმცა მხარეებს შორის ხელმოწერა ჯერ არ არის, მხარეები წინასწარი კონტრაქტის გაფორმებას მომდევნო 15-20 დღეში აპირებენ.
ჟანგის კლუბი უკვე საქმის კურსშია, მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე. მსგავსი რამ მოხდა ტარემისთანაც, რომლის აგენტებთან შეხვედრა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ეს ყველაფერი რეგულაციების სრული დაცვით ხდება. სამედიცინო შემოწმების წინ, მხარეებმა ჯერ ყველა დეტალი უნდა გაიარონ.
ინტერსა და ფეხბურთელს შორის ყველაფერი მზადაა, კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია. 4 წლიანი ხელშეკრულება, წლიური ხელფასი €4.5 მილიონი + ბონუსები. მხარეებს შორის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა თებერვლის თვეში მოხდება.
ამ ყველაფრის ფონზე, დე ლაურენტისი ჟელინსკის ჩემპიონთა ლიგის სიიდან ამოღებას აპირებს.
ეს იქნება ინტერის ზაფხულის მეორე უფასო ტრანსფერი. მაროტა-აუსილიომ რამდენიმე დღის წინ ტარემისთან შეათანხმეს ტრანსფერის ყველა დეტალი. პოლონელი ზაფხულში სენსი-კლაასენის შემცვლელი იქნება, რომელიც ინტერს აუცილებლად დატოვებენ.