ტოტი: “ფინალში მინდა ფიორენტინამ გაიმარჯვოს”
ტოტი: “ფინალში მინდა ფიორენტინამ გაიმარჯვოს”
რომას ყოფილი კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი ელოდება კოპა იტალიის ფინალს, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ტურნირის ექვსგზის და რვაგზის გამარჯვებული – ფიორენტინა და, შესაბამისად, ინტერი. ტოტის უნდა ფიორენტინას მოგება, მაგრამ არა იმიტომ, რომ ძალიან არ მოსწონს ინტერი – ის იმედოვნებს, რომ მილანელები ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ და ასე ყველა ბედნიერი იქნება.
ველოდები დიდ ფინალს ინტერსა და ფიორენტინას შორის, ორივე გუნდი ფიზიკურად ძლიერია და ფინალისთვის მზადაა. “ინტერი” ფავორიტად გამოიყურება, მაგრამ მე მინდა ვიხილო “ფიორენტინას” მოგება, რათა მოგვიანებით “ინტერმა” მოიგოს ჩემპიონთა ლიგა.
ფრანჩესკო ტოტი