ტოტი: “ლუკაკუ და დიბალა შეტევაში ყველა მწვრთნელის ოცნებაა”

 ტოტი: “ლუკაკუ და დიბალა შეტევაში ყველა მწვრთნელის ოცნებაა”
Digiqole Ad

ტოტი: “ლუკაკუ და დიბალა შეტევაში ყველა მწვრთნელის ოცნებაა.”

ცნობილმა იტალიელმა ექს-ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ მილანის “ინტერის” შესაძლო შეძენების შესახებ საკუთარი აზრი გაუზიარა მედიას.

დიბალა და ლუკაკუ დიდ შემტევ დუეტს შექმნიან: პაულოს კრეატიულობა რომელუს ფიზიკურ უნარებთან ერთად საუკეთესოა, რაც ნებისმიერ მენეჯერს სურს მისი გუნდისთვის.

ფრანჩესკო ტოტი

“ნერაძურს” უახლოეს მომავალში შეუძლია შეტევა ერთდროულად ორი ვარსკვლავით გააძლიეროს – პაულო დიბალა და რომელუ ლუკაკუ. 28 წლის არგენტინელი იუვენტუსიდან წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით არის ხელმისაწვდომი, ხოლო 29 წლის ბელგიელი იჯარით ჩელსიდან.