ტოტენჰემს სურს ზამთარში დუმფრისის ყიდვა და სეზონის ბოლომდე ინტერში იჯარით დატოვება
ტოტენჰემს სურს ზამთარში დუმფრისის ყიდვა და სეზონის ბოლომდე ინტერში იჯარით დატოვება.
მილანის ინტერის მცველი დენზელ დუმფრისი შესაძლოა პრემიერ ლიგის კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში შეუერთდეს. Il Corriere dello Sport-ის ცნობით, ლონდონის ტოტენჰემს სურს ფეხბურთელის შეძენა იანვარში და შემდეგ სეზონის ბოლომდე იჯარით ინტერში დატოვოს.
წყაროს ცნობით, ასეთი გარიგება “ნერაძურს” უნდა მოერგოს, რადგან კლუბის ხელმძღვანელობას არ სურს შუა სეზონში მთავარი მარჯვენა მცველის გაყიდვა და შემდეგ შემცვლელის ძებნა.
შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დუმფრისის მიმართ ინტერესს პრემიერ ლიგის სხვა ტოპ კლუბები იჩენენ. საუბარი იყო მანჩესტერ იუნაიტედსა და ჩელსისზე.