ტოტენჰემი მზადაა ლაუტარო მარტინესისთვის 90 მილიონი ევრო გადაიხადოს
ტოტენჰემი მზადაა ლაუტარო მარტინესისთვის 90 მილიონი ევრო გადაიხადოს. ინფორმაციას Sportitalia ავრცელებს
წყაროს ცნობით, სპურსის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, რომელიც მილანურ კლუბს 2019 წლიდან 2021 წლამდე ხელმძღვანელობდა, ლაუტაროსთან გაერთიანების სურვილი აქვს. თუმცა, ინტერი არ აპირებს საკვანძო თავდამსხმელის გაშვებას. თავად ლაუტარომ ასევე განაცხადა ივნისის დასაწყისში, რომ მილანში დარჩენა სურდა.
24 წლის არგენტინელის კონტრაქტი, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, გათავისუფლების თანხას 105 მილიონი ევროს ოდენობით ითვალისწინებს. მარტინესმა გასულ სეზონში ინტერში 49 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, გაიტანა 25 გოლი და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.