ტორინომ ინტერის მცველი იჯარით აიყვანა ყიდვის უფლებით
ტორინომ ინტერის მცველი იჯარით აიყვანა ყიდვის უფლებით.
ინტერის მცველი ვალენტინო ლაზარო კარიერას ტორინოში გააგრძელებს. ტურინულმა კლუბმა ფეხბურთელი იჯარით აიყვანა გამოსყიდვის ოფციით, იტყობინება გუნდის ვებგვერდი.
26 წლის ავსტრიელმა გასული სეზონიც იჯარით გაატარა. ის პორტუგალიურ ბენფიკაში თამაშობდა.
ინტერმა მცველი ჰერტადან 2019 წელს 20 მილიონ ევროზე მეტად იყიდა. თუმცა, მოგვიანებით კლუბმა ის იჯარით გადასცა ნიუკასლში და გლადბახის ბორუსიაში.
ლაზაროს კონტრაქტი მილანურ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.