ტორინო – ინტერი | სერია A 21-22 | N29

 ტორინო – ინტერი | სერია A 21-22 | N29
სმარტუნიონი

“ინტერმა” ჩემპიონატში პირველი ადგილი დაკარგა და ჩემპიონთა ლიგასაც დაემშვიდობა. სეზონის დარჩენილ ნაწილში სიმონე ინძაგის გუნდს ორი მიზანი აქვს დარჩენილი – საჩემპიონო ტიტულის დაცვა და იტალიის თასის მოგება.

მილანელები სკუდეტოს მოპოვრბის მთავარი ფავორიტები არიან. ენფილდზე გამარჯვებამ დაამტკიცა, რომ გუნდი სწორ გზაზე დგას.

ბოლო მატჩისგან განსხვავებით, სიმონე ინძაგი სავარაუდოდ, რამოდენიმე ცვლილებას გააკეთებს.

მატჩს ტრამვის გამო გამოტოვებს ბროზოვიჩი და დევრი. მათ დიდი ალბათობით ვიდალი და დამბროსიო ჩაანაცვლებს.

მარცხენა ფლანგზე დიდი კონკურენციაა: ერიშიჩი, დიმარკო და გოსენსი აცხადებენ პრეტენზიას ძირითადში მოხვედრაზე, ხოლო მოპირდაპირე ფლანგზე დუმფრისის ან დარმიანის არჩევის ვარიანტი აქვს ინძაგის.

შეტევაში ალექსის სანჩესი ედინ ჯეკომ უნდა შეცვალოს. ბოსნიელი დაწყვილდება ლაუტარო მარტინესთან, რომელმაც ტორინოს წინააღმდეგ სერია A-ს ბოლო ხუთ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ სერია A-ს ბოლო ხუთ მატჩში მოქმედმა ჩემპიონმა მხოლოდ ერთხელ მოიგო.

ბოლოს დამატებული პოსტები