სტივენ ჟანგმა ამერიკელებთან საერთო ენის გამონახვა შეძლო
სტივენ ჟანგმა ამერიკელებთან საერთო ენის გამონახვა შეძლო.
ინტერის პრეზიდენტმა სტივენ ჟანგმა ამერიკულ საინვესტიციო კომპანია Oaktree Capital-თან საერთო ენის გამონახვა შეძლო და ნერაძურის სესხის დასაფარად მეტი დრო ექნება.
2021 წელს ნასესხები 275 მილიონი, რომელიც პროცენტების ჩათვლით 350 მილიონამდე გაიზარდა, Suning-ს მიმდინარე წლის 20 მაისამდე უნდა დაეფარა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩინელები გუნდზე კონტროლს დაკარგავდნენ.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, სტივენ ჯანგმა ამერიკელებთან საერთო ენა გამონახა და მხარეები სესხის გადავადებაზე შეთანხმდნენ, რაც ჩინელებს დამატებით 30-40 მილიონი დაუჯდებათ.