სტივენ ჟანგი: “მეორე ვარსკვლავით ყველაფერი შეიცვლება”

 სტივენ ჟანგი: “მეორე ვარსკვლავით ყველაფერი შეიცვლება”
Digiqole Ad

სტივენ ჟანგი: “მეორე ვარსკვლავით ყველაფერი შეიცვლება”

ინტერის პრეზიდენტი მჭიდრო კომუნიკაციაშია ინტერის ფეხბურთელებთან და მწვრთნელთან.

შორეული პრეზიდენტი, რომელიც ტელეფონით ეკონტაქტება გუნდს. ეს არის ინტერის ყოველდღიური რეალობა, სავსე სიამაყითა და ამბიციებით. რამოდენიმე დღის წინ, მაგალითად, პრეზიდენტმა ფედერიკო დი მარკოს დაბადების დღე მიულოცა. ოთხშაბათს ღამით, ზალცბურგის დამარცხების შემდეგ კაპიტან ლაუტაროსთან განახორცილა ზარი. ყველაზე მთავარი ზარი კი იყო სიმონე ინძაგისთან, “მის” მწვრთნელთან, ადამიანს, რომელსაც თავად სტივენ ჟანგი “საჩუქარს” უწოდებს.

პრეზიდენტი ახლა ითხოვს რაღაცას, რომელიც შედგება ორი სიტყვისაგან… „მეორე ვარსკვლავი“. პრეზიდენტი კონტაქტშია კლუბის ყველა ნაწილთან, ორი აღმასრულებელი დირექტორის მაროტადან და ანტონელოდან დაწყებული, ის განუწყვეტლივ ესაუბრება ყველას.

ჟანგი აფასებს შესრულებულ სამუშაოს, თუნდაც შორიდან. მან გამოაცხადა, რომ მეორე ვარსკვლავი და სკუდეტო შეცვლიდა ინტერის კურსს და შეუმსუბუქებს Suning-ის მდგომარეობას. რამოდენიმე დღის წინ ინტერის პირველმა ადამიანმა დააჯილდოვა თავისი გუნდი 2 მილიონი ევროთი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტურში კვალიფიკაციისთვის.