სტივენ ჟანგი: “დარწმუნებული ვარ შკრინიარის დარწმუნებას შევძლებ”
სტივენ ჟანგი: “დარწმუნებული ვარ შკრინიარის დარწმუნებას შევძლებ”
ინტერის პრეზიდენტმა სტივენ ჟანგმა ისაუბრა, თუ როგორ მიდის მოლაპარაკებები ახალ კონტრაქტზე მილან შკრინიართან.
ცენტრალურ მცველს მოქმედი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება და რამდენიმე კლუბი, მათ შორის პსჟ, ფეხბურთელის იანვარში შეძენას გეგმავს.
ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ გავაძლიეროთ გუნდი. მილანი საოცარი ფეხბურთელია, ჩვენ მას ძალიან კარგად ვიცნობთ. მან იცის, რამდენად მნიშვნელოვანია მისი კლუბში დარჩენა. დარწმუნებული ვარ, რომ მას ინტერში შევინარჩუნებ.
სტივენ ჟანგი