სტანკოვიჩი: “ინტერი იმსახურებს სკუდეტოს”
სტანკოვიჩი: “ინტერი იმსახურებს სკუდეტოს”
იტალიის ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის მატჩში მილანის ინტერმა ჯენუური სამპდორია დიდი ანგარიშით დაამარცხა და სამი უპასუხო გოლი გაიტანა.
სამპდორიას მწვრთნელი დეიან სტანკოვიჩი, რომელმაც წარსულში ბევრი მატჩი ჩაატარა ინტერთან ერთად, აღფრთოვანებულია იმით, რაც მილანელებმა აჩვენეს. მას მიაჩნია, რომ ინტერი იმსახურებს სკუდეტოსთვის ბრძოლას.
ჩვენ დიდ გუნდთან ვითამაშეთ, რომელიც სკუდეტოსთვის უნდა იბრძოლოს, ინტერს მილანისა და ნაპოლის მეტოქედ ვხედავ. მილანელები მცირე კრიზისიდან გამოვიდნენ. ვფიქრობ, ჩვენც დავიმსახურეთ მინიმუმ გოლი ამ მატჩში.
დეიან სტანკოვიჩი