სპეცია – ინტერი | სერია A 21-22 | N33
დღეს 15 აპრილს სპეცია სერია A-ს 33-ე ტურში ინტერს შეხვდება. ინტერი ამჟამად ცხრილში მეორე ადგილზეა, მაგრამ “ნერაძური” მილანს უსწრებს დაკარგულ ქულებით.
ყველაფერი ინძაგის გუნდის ხელშია და მათ უნდა დაამარცხონ „სპეცია“ ძალიან რთული გრაფიკის წინ (4 თამაში 12 დღეში).
ინტერს რთული კალენდარი ელის, ამიტომ სიმონე ინძაგის გუნდს სუპერმოტივირებულ “სპაისთან” თამაშში ქულები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკარგონ. ამ მატჩისთანავე ნერაძურები თასზე მილანთან ითამაშებენ, ჩემპიონატში რომასთან, შემდეგ ბოლონიასთან გადადებულ ჩემპიონატში, უდინეზესთან შეხვედრას მოჰყვება. ეს ოთხი მატჩი 12 დღეში უნდა ჩატარდეს. სწორედ მათში გადაწყდება ამ სეზონში სერია A-ს ტიტულის ბედი.
აღვნიშნავთ, რომ ლაუტარო მარტინესმა დისკვალიფიკაცია მოიხადა, ამიტომ სტუმრებს მხოლოდ ერთი დანაკლისი ექნებათ. ცენტრალური მცველი დე ვრი გუნდთან ერთად ბოლო ორი დღეა არ ვარჯიშობს და მილანთან თასის მატჩისთვის მოემზადება.
Corriere dello Sport წერს, რომ ინძაგი როტაციას განიხილავს და ემზადება მისცეს შანსი რეზერვისტებს, როგორებიც არიან დ’ამბროზიო, დიმარკო, გოსენსი, დარმიანი და კორეა.
ინტერის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა:
ჰანდანოვიჩი; დამბროსიო, შკრინიარი, ბასტონი; დარმიანი, ბარელა, ბროზოვიჩი, ჩალანოღლუ, გოსენსი; მარტინესი, კორეა.
რიცხვები და სტატისტიკა:
- “სპეციას” ბოლო ორ შეხვედრაში არ წაუგია;
- ინტერს ბოლო ორი მატჩი გოლი არ გაუშვია;
- „სპეციას“ ისტორიაში ინტერი არასოდეს დაუმარცხებია.