სიმონე ინძაგის ორი მნიშვნელოვანი კომენტარი
იუვენტუსთან 1-0 გამარჯვების შემდეგ, მილანის ინტერის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ორი მნიშვნელოვანი კომენტარი გააკეთა.
1. უარი ინტერს ახალ კონტრაქტზე:
მე ორწლიანი კონტრაქტი მაქვს. კლუბმა უკვე შემომთავაზა მისი გახანგრძლივება, მაგრამ ვთხოვე დაველოდო სეზონის ბოლომდე. ჩემი აზრით, კონტრაქტები ახლა არც ისე მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ 7 თვიანი მუშაობა გააფუჭა ფრემ ჯენოასთან, ტორინოსა და ფიორენტინასთან. მაგრამ მე ვგრძნობ რწმენას კლუბის, ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების მხრიდან.
სიმონე ინძაგი
2. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ:
ძალიან კმაყოფილი ვარ გამარჯვებით, ათი წელია აქ ინტერს არ მოუგია. მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ჩემპიონატის ფავორიტები. მნიშვნელოვანია, რომ კონტაქტი მილანთან და ნაპოლისთან შენარჩუნდა. ჩვენ უნდა დავრჩეთ მათთან რაც შეიძლება ახლოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ დაკარგული ქულების დაბრუნებას და რაც მთავარია ჯერ არაფერი დასრულებულა.
სიმონე ინძაგი