სიმონე ინძაგის კომენტარი ჯენოასთან გამარჯვების (2-1) შემდეგ
სიმონე ინძაგის კომენტარი ჯენოასთან გამარჯვების (2-1) შემდეგ.
ინტერის მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ სერია A-ს მატჩში ჯენუასთან გამარჯვების (2:1) შემდეგ მედიის შეკითხვებს უპასუხა.
შავ-ლურჯებმა ისარგებლეს იუვენტუსის მორიგი შეცდომით და უპირატესობა 15 ქულამდე გაზარდეს სერია A-ს დასრულებამდე 11 ტურით ადრე.
ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები. ჩვენ მრავალი წელია ვმუშაობთ ფეხბურთში და გვესმის, რომ ბევრი თამაშია გასატარებელი, წინ ბოლონიასთან, მადრიდის ატლეტიკოსა და ნაპოლისთან მატჩებია, ასევე საერთაშორისო შესვენება. მადლობა უნდა გადავუხადო ამ ბიჭებს – 2024 წელს 50 დღეში 12 თამაში ვითამაშეთ, 12-ვე მოვიგეთ. მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიხედოთ უკან, ჩვენ უნდა ვიყუროთ მომავლისკენ
სიმონე ინძაგი
სპეციალისტს “შვ-ლურჯებთან” მოქმედი კონტრაქტი მომავალი წლის შუა რიცხვებში ეწურება. ჭორების თანახმად, იტალიელი მწვრთნელისთვის უცხოური ტოპ-კლუბები იბრძვიან, მაგრამ ინტერი გეგმავს ინძაგისთან კონტრაქტის გაგრძელებას.
როგორც უკვე ვთქვი, “ინტერში” ბედნიერი ვარ და ვგრძნობ, რომ გულშემატკივრებიც და კლუბიც ბედნიერია. სეზონის ბოლო ორი თვე კარგად უნდა გავატაროთ, რის შემდეგაც დავჯდებით და კლუბთან ერთად განვიხილავთ ყველაფერს, შევაფასებთ ჩემს სამწლიან აქ მუშაობას. შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს ინტერის პრეზიდენტთან და ხელმძღვანელობასთან.
სიმონე ინძაგი