სიმონე ინძაგი: “ველოდებით შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან”
სიმონე ინძაგი: “ველოდებით შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან”
“ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგაზე “ბაიერნთან” მოახლოებული შეხვედრის მოლოდინები გააზიარა. მატჩი ოთხშაბათს, მილანში გაიმართება.
ჩვენი გულშემატკივრები სერიოზულ მხარდაჭერას გამოგვიცხადებენ. ჩვენ ვიცნობთ მეტოქეს, გვსურს რეაბილიტაცია მილანთან დერბიში მარცხის შემდეგ. ჩვენ ძალიან რთულ ჯგუფში აღმოვჩნდით – უფრო რთული, ვიდრე გასულ სეზონში. რაც შეეხება ბაიერნს, ეს გუნდი ნამდვილად არის ჩემპიონთა ლიგის მოგების სამი-ოთხი მთავარი პრეტენდენტიდან ერთ-ერთი.
სიმონე ინძაგი
“ნერძურისთან” იმავე ჯგუფში “ბარსელონა” და პლზენი “ვიქტორია” ითამაშებენ.
