Cancel Preloader

სიმონე ინძაგი: “წინ ჯერ კიდევ ბევრი რთული მატჩია”

 სიმონე ინძაგი: “წინ ჯერ კიდევ ბევრი რთული მატჩია”
Digiqole Ad

სიმონე ინძაგი: “წინ ჯერ კიდევ ბევრი რთული მატჩია”

ინტერის ხელმძღვანელმა სიმონე ინძაგიმ თქვა, რას ფიქრობს მილანთან დერბიში მისი გუნდის გამანადგურებელ გამარჯვებაზე.

ნერაძურებმა ხუთი გოლი გაიტანეს ჰენრიხ მხითარიანის, მარკუს ტურამის, ჰაკან ჩალჰანოღლუსა და დავიდე ფრატესის ძალისხმევით.

გასულ სეზონში ორი თასი მოვიგეთ და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით – ეს დაგვეხმარა კიდევ უფრო გვჯეროდეს საკუთარი თავის.

სიმონე ინძაგი

მატჩი კარგად დავიწყეთ და კონცენტრირებულები ვიყავით, როცა გვჭირდებოდა, გოლი გავიტანეთ. სწორი იყო სათადარიგოთა შორის შმოსული ფეხბურთელების დამოკიდებულებაც. ვულოცავ ბიჭებს სეზონის ასეთ დაწყებას, ძალიან მიხარია გულშემატკივრების, რომლებიც ახლა ზეიმობენ, მაგრამ წინ რთული თამაშების სერია გველის, რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

სიმონე ინძაგი

სიმონე ინძაგის გუნდმა იტალიის ჩემპიონატის 4 ტურში 4 გამარჯვება მოიპოვა. სატურნირო ცხრილში 12 ქულით “ინტერი” ლიდერობს.