სიმონე ინძაგი: “როდესაც გუნდი ასე თამაშობს, ბედნიერი ვარ”


სიმონე ინძაგი: “როდესაც გუნდი ასე თამაშობს, ბედნიერი ვარ”
მილანის ინტერი უდინეზეს დაუპირისპირდა, იტალიის თასის 1/8 ფინალში პირველ ტაიმში ორი გოლი გაიტანა და კიდევ ერთხელ გავიდა კოპა იტალიის მეოთხედფინალში – ისტორიაში ორმოცდამეერთედ.
გუნდის მწვრთნელი სიმონე ინძაგი მატჩის შემდეგ ვერრ მალავდა კმაყოფილებას – არა იმდენად შედეგით, რამდენადაც მისი ფეხბურთელების თამაშით.
ბედნიერი ვარ, რადგან სერიოზულად ვითამაშეთ, როგორც მინდოდა. ამ მოწინააღმდეგის დაუფასებლობა არ შეიძლებოდა. ჩვენ გვჭირდება იტალიის თასი, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტურნირია. როცა გუნდი ასე თამაშობს, მე ბედნიერი ვარ.
სიმონე ინძაგი