სიმონე ინძაგი: “მომავალ წელს იტალიის ჩემპიონატის მოგება 5-6 კლუბს შეუძლია”
სიმონე ინძაგი: “მომავალ წელს იტალიის ჩემპიონატის მოგება 5-6 კლუბს შეუძლია”
მილანის “ინტერის” მწვრთნელი სიმონე ინძაგი მიიჩნევს, რომ იტალიის შემდეგი ჩემპიონატის ფავორიტის პროგნოზირება ადვილი არ იქნება, რადგან ტიტულს ექვსამდე გუნდი მოითხოვს. ამასთან, ჩემპიონატის განრიგი უაღრესად უჩვეულო იქნება, ზამთარში შვიდკვირიანი პაუზით.
განსაკუთრებული ჩემპიონატი იქნება, 20 ტურს ვითამაშებთ, მერე 50 დღით ყველაფერი გაჩერდება და ეს ძალიან უჩვეულოა. მილანი ჩემპიონატს ფავორიტად დაიწყებს, მაგრამ არის კიდევ ხუთი-ექვსი გუნდი, მათ შორის ჩვენც, რომლებსაც ჩემპიონობა შეუძლიათ. ჩვენ ვართ ინტერი, რაც ნიშნავს, რომ უნდა ვეცადოთ ყველაფრის მოგებას.
სიმონე ინძაგი