სიმონე ინძაგი იტალიის თასის მოგებაზე: “ინტერი არასოდეს ნებდება”
“ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ თავისი აზრი დააფიქსირა “ნერაძურის” “იუვენტუსთან” გამარჯვების შესახებ, იტალიის თასის ფინალში.
კარგი თამაში ძალიან, ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. პირველი ნახევარი საათი კარგად ჩავატარეთ, შესვენებაზე ცოტა ტემპი შევანელეთ და მეორე ტაიმს ცუდად მივუდექით, ორი გოლი არაფრისგან გავუშვით. თუმცა ეს გუნდი არასდროს ნებდება.
სიმონე ინძაგი
მოხარული ვარ, რომ ეს ტრიუმფი, რომელსაც ასე ძალიან ვაფასებ, გავუზიარო კლუბის თანამშრომლებს, რომლებიც აგვისტოდან მოყოლებული კვირაში სამი მატჩისთვის მეხმარებოდნენ.
სიმონე ინძაგი
ვფიქრობ, ჩვენ ერთადერთი გუნდი ვართ, ვინც 2022 წელს ლივერპულს დავამარცხებთ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში და ეს სერია A-ში რამდენიმე ქულად დაგვიჯდა, მაგრამ არ ვნანობთ.
სიმონე ინძაგი
ეს იყო ჩვენი 50-ე თამაში სეზონში და მეტს ვერ ვთხოვდი ჩემს ფეხბურთელებს. ამ გამარჯვებით გულშემატკივრებთან ერთად უნდა დავტკბეთ.
სიმონე ინძაგი