სიმონე ინძაგი იანვრის თვის სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელია.
სერია A-ს პრესსამსახური იუწყება, რომ ინტერის მწვრთნელი სიმონე ინძაგი იანვრის იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.
ინძაგი ჯილდოს 4 თებერვალს, იუვენტუსთან მატჩის წინ მიიღებს. გასულ თვეში ინტერმა ხუთიდან ხუთივე მატჩი მოიგო.