სიმონე ინძაგი დერბიში დამარცხებაზე: “ინტერი ფრეს იმსახურებდა”

 სიმონე ინძაგი დერბიში დამარცხებაზე: “ინტერი ფრეს იმსახურებდა”
Digiqole Ad

სიმონე ინძაგი დერბიში დამარცხებაზე: “ინტერი ფრეს იმსახურებდა”

“ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ იტალიის ჩემპიონატის მე-5 ტურში მილანთან დერბიში (2:3) მარცხზე კომენტარი გააკეთა.

თავიდან თანაბარი თამაში იყო, შემდეგ კი შესანიშნავი გოლი გავიტანეთ. შემდეგ იყო ნახევარსაათიანი ჩავარდნა, რომელიც ორ ​​გოლად დაგვიჯდა. ჩვენ ორი შესანიშნავი გოლი გავიტანეთ, მაგრამ სამი სასაცილო გავუშვით. ეს დერბიში უბრალოდ მიუღებელია.

სიმონე ინძაგი

ჩვენი ყველა მომენტიდან გამომდინარე, ალბათ, ფრე დავიმსახურეთ, მაგრამ მე ვარ მწვრთნელი და პირველი, ვინც პასუხისმგებელია იმ ნახევარ საათზე, ვარ მე. ასეთ მნიშვნელოვან მატჩში უკეთ უნდა გვეთამაშა.

სიმონე ინძაგი

მილანისთვის ეს გამარჯვება 79-ე იყო დელა მადონინას დერბიში, ინტერის კი – 85 მოგება აქვს. დერბი ასევე 69-ჯერ ფრედ დაასრულდა.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში ინტერი 9 ქულით მე-5 ადგილზეა.