სიმონე ინძაგი: “არ იყო საკმარისი ბრაზი და აგრესია”
სიმონე ინძაგი: “არ იყო საკმარისი ბრაზი და აგრესია”
იტალიის სერია A-ს უკვე მესამე ტურში, მილანის ინტერმა სეზონში პირველი მარცხი განიცადა – ის რომაულმა ლაციომ დაამარცხა, ინტერის ამჟამინდელი მწვრთნელის, სიმონე ინძაგის ყოფილმა კლუბმა. მას მიაჩნია, რომ მისი გუნდი საკმარისად აგრესიულად არ მოიქცა, შესაბამისად, დამარცხდა.
მეტი ბრაზი და აგრესია უნდა გამოგვეჩინა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ანგარიში 1:1 იყო. პირველი გაშვებული გოლი სისულელე იყო, ჩვენი გუნდი ასეთი გოლებს არ უნდა უშვებდეს. პირველი ტაიმი უპრობლემოდ წარიმართა, მაგრამ მეორე ტაიმში აუცილებლად გვჭირდებოდა უკეთესი თამაში. სამწუხაროა, რომ წავაგეთ.
სიმონე ინძაგი
ეს მარცხი მტკივნეულია, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მოხდა ეს. საკმაოდ თანაბარი თამაში იყო, ლუის ალბერტოს გოლი შეცვალა ყველაფერი. დიდი შანსი გვქონდა, როცა ანგარიში 1:1 იყო, დუმფრისის მომენტი უნდა დასრულებულიყო გოლით.
სიმონე ინძაგი