Cancel Preloader

დიმარკო: “შედეგში დარწმუნებულები ვიყავით”

 დიმარკო: “შედეგში დარწმუნებულები ვიყავით”
Digiqole Ad

დიმარკო: “შედეგში დარწმუნებულები ვიყავით”

იტალიის ჩემპიონატის ოცდამეერთე ტურის ცენტრალურ მატჩში ინტერი მილანზე ძლიერი აღმოჩნდა, რომელმაც ჩემპიონატში უკვე ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. სიტუაციას “ინტერის” მცველმა ფედერიკო დიმარკომ გამოეხმაურა, რომელიც თავისი გუნდის გამარჯვებას სავსებით დამსახურებულად მიიჩნევს.

კმაყოფილები ვართ, ეს არის ის, რაც დავიმსახურეთ. ამ შედეგში დარწმუნებულები ვიყავით. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ დღეს ჩვენ ისე გადამწყვეტად გავედით მოედანზე, როგორც არასდროს. როგორც წესი, როცა დერბის ფავორიტად იწყებ, ეს ხელს გიშლის, მაგრამ ჩვენ სხვა რამ დავამტკიცეთ.

ფედერიკო დიმარკო