სეზონის ბოლოს ინტერმა შესაძლოა ლიდერები დაკარგოს

 სეზონის ბოლოს ინტერმა შესაძლოა ლიდერები დაკარგოს

ინტერი

სმარტუნიონი

მილანის ინტერმა სეზონის ბოლოს შესაძლოა ლიდერები დაკარგოს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Il Corriere della Sera იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის ფინანსური მდგომარეობა უარესდება და ნერაძური შესაძლოა იძულებული გახდეს, გაშორდეს ძირითად მოთამაშეებს.

გუნდის დატოვების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი და მცველი სტეფან დევრი ითვლებიან. ორივე ფეხბურთელი ბოლო დროს აქტიურად ასოცირდება ტოტენჰემში გადასვლასთან, რომელსაც ანტონიო კონტე ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ინტერმა თავისი ორი ძირითადი მოთამაშე – რომელუ ლუკაკუ და აშრაფ ჰაკიმი გაყიდა. ბელგიელი ლონდონის ჩელსიში გადავიდა, მაროკოელი კი ფრანგულ პსჟ-ს შეუერთდა.

ბოლოს დამატებული პოსტები