სეზონის ბოლოს ინტერი აპირებს ჰანდანოვიჩთან განშორებას


სეზონის ბოლოს ინტერი აპირებს ჰანდანოვიჩთან განშორებას.
მილანის ინტერი ეძებს ახალ სარეზერვო მეკარეს სლოვენიელი ვეტერანი სამირ ჰანდანოვიჩის შემცვლელად, რომელიც, იტალიიდან ბოლო ინფორმაციით, კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს, თერთმეტწლიანი ერთგული სამსახურის შემდეგ.
ერთ-ერთი მთავარი ვარიანტია ალესიო კრანიო, რომლის უფლებებსაც კალიარი ფლობს, მაგრამ ახლა მონცაში თამაშობს. მოსალოდნელია, რომ მისი შეძენა ინტერის ხაზინას დაახლოებით ოთხი მილიონი ევროთი შეამსუბუქებს.
“ინტერის” მთავარი მეკარე ბოლო პერიოდში მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ანდრე ონანა გახდა.