სეზონის ბოლოს დევრი ინტერს დატოვებს

 სეზონის ბოლოს დევრი ინტერს დატოვებს
სმარტუნიონი

ნიდერლანდელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან 2023 წლის ზაფხულში იწურება და FcInterNews-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები არც კი დაწყებულა.

გამოცემის ცნობით, მინო რაიოლა, რომელიც დე ვრეის ინტერესს იცავს, ფეხბურთელისთვის ახალი გუნდის ძიებას უკვე შეუდგა და ფავორიტად ტოტენჰემი მოიაზრება, სადაც მისი ხილვა ანტონიო კონტეს სურს.

ინტერს დე ვრეის შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს და ინტერი ზაფხულში ტორინოდან გლეისონ ბრემერის გაფორმებას შეეცდება.

ბოლოს დამატებული პოსტები