სერია A-ს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები

 სერია A-ს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები
სმარტუნიონი

სერია A-ს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები.

ავტორიტეტულმა პორტალმა transfermarkt-მა განაახლა იტალიის სერია A-ში ზოგიერთი მოთამაშის სავარაუდო ღირებულებები. ახლა იტალიის ჩემპიონატში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები ნაპოლის წარმომადგენლები არიან. საუბარია ფორვარდ ვიქტორ ოსიმენზე 100 მილიონი ევროთი და ნახევარმცველ ხვიჩ კვარაცხელიაზე 85 მილიონი ევროთი. ადრე ოსიმენი 70 მილიონ ევროდ ფასდებოდა, კვარაცხელია კი – 60 მილიონ ევროდ.

მესამე ადგილს ინაწილებენ ინტერის ფორვარდი ლაუტარო მარტინესი (სავარაუდო ღირებულება 75-დან 80 მილიონ ევრომდე გაიზარდა) და მილანის ფორვარდი რაფაელ ლეაუ (სავარაუდო ღირებულება 85-დან 80 მილიონ ევრომდე შემცირდა).

ხუთეულს დუშან ვლახოვიჩი ხურავს, რომელიც ახლა 80-ის ნაცვლად 75 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ბოლოს დამატებული პოსტები