სერია A-ს ახალწვეულმა “ინტერის” ყოფილი კაპიტანი გაიფორმა

 სერია A-ს ახალწვეულმა “ინტერის” ყოფილი კაპიტანი გაიფორმა
Digiqole Ad

სერია A-ს ახალწვეულმა “ინტერის” ყოფილი კაპიტანი გაიფორმა.

სერია A-ს ახალწვეულმა მონცამ ოფიციალურად გამოაცხადა ინტერის მცველი ანდრეა რანოკია თავისუფალი აგენტის სტატუსით გაფორმება. 34 წლის იტალიელთან ხელშეკრულება ორწლიანია.

რანოკია ინტერში 2011 წლიდან თამაშობდა, იჯარით ითამაშა სამპდორიასა და ჰალ სიტიში. 2014-2015 წლებში იყო ინტერის კაპიტანი. 2021/2022 წლების სეზონში რანოკიამ ინტერის შემადგენლობაში 10 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და 1 გოლი გაიტანა.  

რანოკია მონცას პირველი ახალწვეულია ამ სეზონში. კლუბს ხელმძღვანელობს ლეგენდარული დუეტი ბერლუსკონი-გალიანი, რომელიც ცნობილია მილანში წარმატებებით.