სენსი ინტერში მეორე შანსს მიიღებს
სენსი ინტერში მეორე შანსს მიიღებს.
მილანის ინტერის ნახევარმცველი სტეფანო სენსი ჯუზეპე მეაცაზე მეორე შანსს მიიღებს. Tuttosport-ის ცნობით, ნახევარმცველმა წინასეზონზე შთაბეჭდილება მოახდინა მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგიზე. ასევე, იტალიელი სპეციალისტი კმაყოფილი დარჩა სენსის გასულ სეზონში იჯარით მონცას შემადგენლობაში.
შეგახსენებთ, რომ სენსიმ ინტერში თამაში 2019 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც სასუოლოდან გადავიდა. ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით ნახევარმცველმა კარგი ფეხბურთი აჩვენა, მაგრამ ტრავმებმა ხელი შეუშალა სასურველი სათამაშო ტონის შენარჩუნებაში. შედეგად ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ სტეფანომ ბოლო ორი წელი იჯარით გაატარა სხვა კლუბებში.