სასუოლომ პინამონტი იჯარით დაიმატა გამოსყიდვის ვალდებულებით
სასუოლომ პინამონტი იჯარით დაიმატა გამოსყიდვის ვალდებულებით
სასუოლომ “ინტერის” თავდამსხმელ ანდრეა პინამონტის ტრანსფერი გამოაცხადა .
ეს არის სესხი 2022/23 სეზონისთვის, ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულებით. გავრცელებული ინფორმაციით, სასუოლო 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში 20 მილიონ ევროს გადაიხდის.
პინამონტიმ სასუოლოსთან 2027 წლის 30 ივნისამდე ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
პინამონტი ინტერის აკადემიის კურსდამთავრებულია. მან კლუბის ძირითად შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა.