სანდრო მაცოლას ვრცელი ინტერვიუ

 სანდრო მაცოლას ვრცელი ინტერვიუ
სმარტუნიონი

სანდრო მაცოლას ვრცელი ინტერვიუ.

სანდრო მაცოლამ ყოვლისმომცველი ინტერვიუ მისცა, სადაც საუბრობს ინტერზე, აჩერბის მოსვლაზე და საუკეთესო ფეხბურთელებზე.

აჩრბი ?

ვფიქრობ, რომ ისეთი მცველის დამატებით, როგორიც აჩერბია, გუნდი სრულყოფილად შეიძლება ჩაითვალოს. მე არ ვამბობ, რომ ამ გუნდს არაფერი აკლია, რადგან ყველას რაღაც ყოველთვის აკლია. ყოველთვის შეიძლება გაუმჯობესდე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო სრულყოფილი გუნდია ვიდრე შარშან და ყველაფერი აქვს წარმატებებისთვის.

სანდრო მაცოლა

ლუკაკუ ?

ლუკაკუს მიმართ სისუსტე მაქვს, დიდი ხანი არ დამჭირვებია მისითვის მეპატიებია და ახლა ვფიქრობ, რომ სწორედ ეს სჭირდებოდა ამ ინტერს. მისი დანაკლისი რათქმაუნდა უდიდესია, მაგრამ გუნდი ძლიერია და შეძლებს მის შეცვლას საუკეთესო გზით, როგორც ეს მოხდა კრემონეზესთან.

სანდრო მაცოლა

ლაუტარო ?

მე გაუწონასწორებელი ვარ და ვამბობ, რომ ლაუტარო შეიძლება გახდეს საუკეთესო ბომბარდირი ამ წელს. ის ძალიან ძლიერი მოთამაშეა, მან ეს უკვე აჩვენა და წლიდან წლამდე იზრდება.

სანდრო მაცოლა

ინძაგი ?

მე ბევრს ველოდები ინძაგისგან, მას იმ კატეგორიის მწვრთნელად მივიჩნევ, რომლებიც, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდები შეუძლიათ გამოიგონონ ბრწყინვალე ნაბიჯი, რათა შეცვალონ მოვლენები.

სანდრო მაცოლა

დერბი ?

დერბი დერბია. თამაში თავისთავად, უნიკალური მსოფლიოში. ბევრი რამ განვიცადე და ვიცი, რას ნიშნავს ამ მატჩში დაპირისპირება და რას შეიძლება ნიშნავდეს ის სეზონის განმავლობაში. ჩვენ შარშანაც ვნახეთ, რამდენი რამის გადაწყვეტა შეუძლია დერბის.

სანდრო მაცლოა

ბოლოს დამატებული პოსტები