სანჩესთან კონტრაქტის გაწყვეტა ინტერს 4,5 მილიონი ევრო დაუჯდება
სანჩესთან კონტრაქტის გაწყვეტა ინტერს 4,5 მილიონი ევრო დაუჯდება.
ალექსის სანჩესთან გასაშორებლად ინტერს შთამბეჭდავი თანხის გადახდა მოუწევს.
როგორც ორშაბათს გახდა ცნობილი, ნერაძურის ხელმძღვანელობა ჩილეელ თავდამსხმელს თანამშრომლობის ვადამდე შეწყვეტაზე შეთანხმდა. Tuttomercatoweb-ის ცნობით, კონტრაქტის გაწყვეტა ინტერს 4,5 მილიონი ევრო დაუჯდება. 33 წლის ფეხბურთელი კი ახალ კლუბში, ფრანგულ მარსელში გადასვლასთან ახლოს არის.
ინტერში ალექსის სანჩესმა 108 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 20 გოლი გაიტანა. პორტალი Transfermarkt ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 3,5 მილიონ ევროდ აფასებს.