სანჩესი “ინტერთან” კონტრაქტის გაწყვეტისთვის მზადაა

 სანჩესი “ინტერთან” კონტრაქტის გაწყვეტისთვის მზადაა
Digiqole Ad

სანჩესი “ინტერთან” კონტრაქტის გაწყვეტისთვის მზადაა.

“ინტერის” გამოცდილი ჩილელი თავდამსხმელი ალექსის სანჩესი მზადაა ამ ზაფხულს მილანის გუნდი დატოვოს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, 33 წლის ჩილელი ფეხბურთელი აპირებს მილანურ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმებას, რომელიც ძალაშია კიდევ ერთი წელი. მანამდე სანჩესმა უარყო სხვა გუნდების არაერთი შეთავაზება. ფორვარდს არ ისურვა სევილიაში, ვილიარეალში, მარსელში და სხვა კლუბებში გადასვლა.

გასულ სეზონში ალექსის სანჩესმა “ინტერში” 27 მატჩი ჩაატარა იტალიის ლიგაში, გაიტანა ხუთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.