სამირ ჰანდანოვიჩმა ინტერი დატოვა

 სამირ ჰანდანოვიჩმა ინტერი დატოვა
Digiqole Ad

სამირ ჰანდანოვიჩმა ინტერი დატოვა.

სლოვენიელმა მეკარე სამირ ჰანდანოვიჩმა მილანის ინტერი დატოვა ნერაძურიში გატარებული 11 წლის შემდეგ.

წასვლის ოფიციალური დადასტურება მილანის ინტერის ვებსაიტსა და სოციალურ ქსელში გამოჩნდა. გამოსამშვიდობებელი წერილით კლუბმა სლოვენიელს ინტერის ხელმძღვანელობის, მთელი გუნდის და გულშემატკივრების სახელით მადლობა გადაუხადა.

ფაბრიციო რომანოს თქმით, მეკარემ უარი თქვა კონტრაქტის განახლებაზე და თავისუფალი აგენტი გახდა.

ჰანდანოვიჩი “ინტერში” 2012 წლიდან თამაშობს. ნერაძურის შემადგენლობაში მან 455 მატჩი ჩაატარა, 471 გოლი გაუშვა და 166-ჯერ შეინახა კარი მშრალად. გუნდთან ერთად ერთხელ გახდა იტალიის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო თასი და ქვეყნის სუპერთასი.