საკის არ მოსწონს ინტერის სტილი
საკის არ მოსწონს ინტერის სტილი.
მილანისა და იტალიის ყოფილი მწვრთნელი არიგო საკი მიიჩნევს, რომ ინტერს გაუჭირდება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა. მილანელებს ისევ მოუწევთ პორტუგალიურ კლუბთან თამაში – პორტო დაამარცხეს და ახლა ბენფიკას შეხვდებიან. საკის არ მოსწონს ის ფაქტი, რომ ინტერი ძალიან ადვილად აძლევს ინიციატივას მეტოქეებს.
ინტერს ჰყავს შესანიშნავი ფეხბურთელები, მაგრამ გუნდი რატომღაც ძალიან ადვილად აძლევს ინიციატივას მეტოქეებს. ეს პორტოსთან მატჩშიც გამოიკვეთა. ჩემპიონთა ლიგაზე ეს სტილი დიდი პრობლემებით არის სავსე. ევროპაში დიდი სიჩქარით უნდა ითამაშო და ეცადო, ბურთი შეინარჩუნო და ტექნიკურ მოწინააღმდეგეს ის არ დაუთმო.
არიგო საკი