საკი: “ინტერს სჭირდება თოფი ჰოლანდის შესაჩერებლად”
საკი: “ინტერს სჭირდება თოფი ჰოლანდის შესაჩერებლად”
იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ უეფას ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე მანჩესტერ სიტისა და მილანის ინტერს შორის გასამართ მატჩზე ისაუბრა.
მთავარი კითხვაა, როგორ შეუძლია ინტერს შეაჩეროს ჰალანდი. ვფიქრობ, ამისთვის მათ თოფი სჭირდებათ.
არიგო საკი
ხუმრობას თავი დავანებოთ, მაგრამ მოწინააღმდეგის დამარცხების მომგებიანი სქემა არ არსებობს. გუნდს მხოლოდ მოტივაცია და სულისკვეთება სჭირდება. ინტერს კარგი კონტრშეტევები აქვს, ინძაგის გუნდი სწორედ ასეთ თამაშზე უნდა იყოს ფოკუსირებული.
არიგო საკი
შეგახსენებთ, რომ ფინალური მატჩი მანჩესტერ სიტისა და ინტერს შორის შაბათს, 10 ივნისს გაიმართება.