რომელუ ლუკაკუს იტალიაში დაბრუნება სურს
რომელუ ლუკაკუს იტალიაში დაბრუნება სურს.
ჩელსის თავდამსხმელს რომელუ ლუკაკუს ზაფხულში იტალიაში დაბრუნება სურს, სადაც მანამდე მილანის ინტერში თამაშობდა. Corriere dello Sport-ის ცნობით, ლუკაკუს აგენტი ფედერიკო პასტორელო ამ სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ყველა ღონეს გამოიყენებს, რომ მისი კლიენტი იტალიაში დააბრუნოს.
ბელგიელის მაღალი სატრანსფერო გადასახადის გამო, ამ ფანჯარაში სერია A-ს ერთ-ერთი კლუბის შეძენის ვარიანტი მაშინვე ქრება, რადგან ახლა ბევრ კლუბს იტალიაში ფინანსური პრობლემები აქვს. ამასთან, არ არის გამორიცხული, ლუკაკუ იჯარით დაბრუნდეს მილანის ინტერში.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს ლუკაკუ ჩელსიში 110 მილიონ ევროდ გადავიდა.