რომელუ ლუკაკუ კვლავ ლაზარეთში მოხვდა
რომელუ ლუკაკუ კვლავ ლაზარეთში მოხვდა.
ინტერის თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ კვლავ ლაზარეთში მოხვდა. ამის შესახებ მილანურმა კლუბმა პრესრელიზი გაავრცელა. იქვე ნათქვამია, რომ ბელგიელ ფეხბურთელს გამოკვლევის შედეგად მარცხენა ბარძაყის კუნთის პრობლემა დაუდგინდა. რამდენიმე დღის შემდეგ ლუკაკუს კიდევ ერთხელ ჩაუტარდება გამოკვლევა.
რომელუ ლუკაკუმ ინტერის ბოლო ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და მანამდე თითქმის ორი თვის განმავლობაში ტრავმირებული იყო.
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სამ კვირაზე ნაკლები რჩება. რომელუ ლუკაკუ იმედოვნებს, რომ გამოჯანმრთელების დრო ექნება და მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრებში ითამაშებს.