რომანო: “ინძაგი ინტერს არ დატოვებს”

 რომანო: “ინძაგი ინტერს არ დატოვებს”
Digiqole Ad

რომანო: “ინძაგი ინტერს არ დატოვებს”

მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი კლუბს უახლოეს მომავალში არ დატოვებს.

სპეციალისტის მიმართ ინტერესი უცხოურმა ტოპ-კლუბებმა გამოიჩინეს, მაგრამ ნერაძურის მეთაურის მომავალი ინტერს უკავშირდება.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, ინძაგი მთლიანად თავის ამჟამინდელ კლუბზეა ორიენტირებული. უახლოეს მომავალში ინტერის ხელმძღვანელობა მწვრთნელს ახალ შრომით ხელშეკრულებას გაზრდილი ხელფასით შესთავაზებს – მწვრთნელი მზადაა დათანხმდეს, მიუხედავად სხვა გიგანტების ინტერესისა.

სიმონე ინძაგი ინტერს 2021 წლიდან ხელმძღვანელობს, მისი მოქმედი კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლომდეა ძალაში.