რობინ გოსენსმა ინტერი დატოვა

 რობინ გოსენსმა ინტერი დატოვა
Digiqole Ad

რობინ გოსენსმა ინტერი დატოვა.

მარცხენა მცველი რობინ გოსენსი ბერლინის “უნიონის” ფეხბურთელი გახდა.

გერმანულმა კლუბმა ოფიციალურად წარადგინა 29 წლის ფეხბურთელი, როგორც მათი ახალი შენაძენი. გოსენსის კონტრაქტი იუნიონთან 2028 წლამდეა ძალაში. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინტერი ლატერალის გაყიდვიდან დაახლოებით 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა.

გერმანელმა ფეხბურთელმა ინტერის 58 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ხუთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ჩემი თავგადასავალი ინტერში დასრულდა. ახლაც ვნანობ, რადგან ვერ მოვახერხე ჩემი ნამდვილი დონის რეგულარულად ჩვენება ამ შესანიშნავ კლუბში. ძალიან მინდოდა ამ სეზონში საკუთარი თავის დამტკიცება, რადგან აქამდე ამის ბევრი შესაძლებლობა არ მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი არ გამართლდა, ჩემ მიმართ თბილი დამოკიდებულება იყო. ჩემთვის დიდი პატივი იყო ასეთ დიდ კლუბში თამაში.

რობინ გოსენსი